29 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6920 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0005 ლარით გამყარდა.
ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0018 ლარით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1499 ლარი გახდა.