ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შედეგები შესაძლოა, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი გამოვლინდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ეს ოთხი წლის განმავლობაში მეორე ენერგეტიკული კრიზისია. მისივე განცხადებით, გაკვეთილი ძალიან ნათელი უნდა იყოს, რადგან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ზედმეტი დამოკიდებულება ევროკავშირს დაუცველს ხდის.

„ასე რომ, წინსვლის გზა აშკარაა. ჩვენ უნდა შევამციროთ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი ზედმეტი დამოკიდებულება და გავზარდოთ ადგილობრივი, ხელმისაწვდომი, სუფთა ენერგიის მიწოდება განახლებადი წყაროებიდან ბირთვულ ენერგიამდე, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის სრული პატივისცემით. მიმდინარე ევროპულ ბიუჯეტში ენერგეტიკისთვის თითქმის 300 მილიარდი ევროა გამოყოფილი, საიდანაც 95 მილიარდი აქამდე არ გამოგვიყენებია. მოდით, ეს გამოვიყენოთ, რათა ახლა გადავიდეთ ელექტროენერგიაზე არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მრეწველობასა და გათბობაშიც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

1tv.ge