ალისონ ბეკერი „ლივერპულიდან“, შესაძლოა, „იუვენტუსში“ გადავიდეს, მაგრამ მის შემცვლელად ინგლისელები არა გიორგი მამარდაშვილს, არამედ „პორტუს“ მეკარეს, დიოგო კოშტას მოიაზრებენ – ინფორმაციას გამოცემა Teamtalk-ი ავრცელებს.
„„იუვენტუსი“ აქტიურად ცდილობს ალისონის გადაბირებას და მას გრძელვადიანი კონტრაქტიც შესთავაზა, „ლივერპულში“ კი, შესაძლოა, „პორტუს“ მეკარე დიოგო კოშტა გადავიდეს. 26 წლის პორტუგალიელმა კლუბში შესანიშნავი რეპუტაცია მოიპოვა, სადაც 2019 წლიდან რეგულარულად თამაშობს.
თუმცა კოშტა ერთადერთი ვარიანტი არ არის. „ლივერპულში“ სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ – საუბარია ბარტ ვერბრუგენზე, რობინ როეფსსა და ჯეიმს ტრაფორდზე.
მამარდაშვილმა ამ სეზონში სრულად ვერ მოახერხა მწვრთნელის დარწმუნება და, შესაძლოა, „ლივერპულის“ მთავარი მეკარეობისთვის ჯერ მზად არც არის. თუმცა „ლივერპულს“ ალისონთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და არ არის გამორიცხული, ის კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს“.