ლარი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, მყარდება. თბილისის დროით 12:30 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.7700 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8200 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 15 მაისის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა, რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. შესაბამისად, ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა.

შედარებით მაღალია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9150 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7650 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.9000 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.7600 ლარად.