12 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7321 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.21 თეთრით გაუფასურდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.31 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1564 ლარი გახდა.