17 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6327 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6333 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებით 0.91 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.01 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.06 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5362 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.58 თეთრი შეადგინა.