14 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.635 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.09 თეთრით გამყარდა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0026 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0128 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0102 ლარი შეადგინა.