20 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6750 ლარი გახდა. სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.6 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8631 ლარი გახდა.

ლარის დილიდან უფასურდებოდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. თბილისის დროით 17:00 საათისთვის, Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.6775 ლარად ივაჭრება. ამავე დროის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.7000- დან 2.7450 ლარამდე მერყეობს, ხოლო 1 ევროს - 2.8800-დან - 2.9660 ლარამდე.

უფრო კონკრეტულად: თიბისი ბანკში ერთი დოლარის შეძენა 2.7400 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს - 2.9480 ლარად; საქართველოს ბანკში 1 დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ევროსი - 2.924 ლარი; ლიბერთი ბანკში 1 დოლარი - 2.7450 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.9660 ლარი; ტერაბანკში 1 დოლარი 2.7000 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.8800 ლარი; ქართუ ბანკში 1 დოლარი - 2.7150 ლარია, 1 ევრო - 2.9300 ლარი; პროკრედიტ ბანკში კი 1 დოლარის ღირებულება 2.7350 ლარს შეადგენს, 1 ევროსი - 2.9410 ლარს.