იპოთეკურ სესხებზე ქართული კომერციული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21.7% მოდის.
ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უმოქმედო სესხების წილი იპოთეკურ სესხებში 2.7%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მსგავსი მაჩვენებელია.
უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების წილი მთლიან სესხებში 6.1%-ს შეადგენს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი ამ სექტორზე გაცემულ სესხებში 4.8%-ს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხის (NPL) სტატუსს ატარებს კრედიტი თუკი ის ბანკის მიერ კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო ან უიმედო.