ინგლისის ბანკმა დაასრულა კორპორაციული ობლიგაციების ყველა დაგეგმილი გაყიდვა, რომელიც შეძენილია აქტივების შესყიდვის მექანიზმის (APF) პროგრამის ფარგლებში, ბაზრების სტაბილიზაციისთვის Brexit-ის შემდეგ და COVID-19 პანდემიის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის ბანკი ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის შეტყობინებაშია ნათქვამი, კორპორაციული ობლიგაციების პორტფელი, რომელიც 20 მლრდ ფუნტს (24,8 მლრდ დოლარი) შეადგენს, 95%-ით შემცირდა.

მოკლევადიანი ობლიგაციები 833 მლნ ფუნტი სტერლინგის ოდენობით რჩება ინგლისის ბანკის პორტფელში, არაუგვიანეს 2024 წლის 5 აპრილამდე. ინგლისის ბანკის პორტფელში დარჩენილი სახელმწიფო ობლიგაციების რაოდენობა დაახლოებით 811 მლრდ ფუნტია.