მიმდინარე წლის მარტში საქართველომ ფულადი გზავნილებიდან ჯამში 438.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 127%-ით მეტია 2022 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ თანხის 49%, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა.
საქართველოში მარტში ყველაზე მეტი თანხა შემდეგი ქვეყნებიდან გადმოირიცხა:
რუსეთის ფედერაცია - $223,565.300;
იტალია - $43,399.300;
აშშ - $35,994.200;
საბერძნეთი - $19,571.100;
ისრაელი - $18,749.000;
გერმანია - $17,558.200;
ყაზახეთი - $17,431.800;
თურქეთი - $10,232.900;
ყირგიზეთი - $5,695.800;
ესპანეთი - $4,932.200.
2023 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 30.4 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.