ლონდონის ბირჟაზე ტოპ 100-ში შემავალი კომპანიებისსია ოფიციალურად განახლდა.

წელს, FTSE 100 ორმა კომპანიამ - Easyjet-მა და Hikma Pharmaceuticals-მა დატოვა, მათ ნაცვლად კი ბირჟის პირველ ასეულში პოზიციები ქართულმა Lion Finance Group-მა და ბრიტანულმა IG Group Holdings-მა დაიკავეს.

საქართველოს ბანკი, გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან ომპანიას შორის გაწევრიანდა.

FTSE 100-ში საქართველოს ბანკი ისეთი გლობალური კომპანიების გვერდით არის, როგორებიცაა: HSBC, BP, Unilever, ROLLS-ROYCE, SHELL, BARCLAYS და სხვა.

 ინფორმაციისთვის, Lion Finance Group-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული საბანკო ჯგუფია, რომელიც აერთიანებს წამყვან, მომხმარებელზე ორიენტირებულ და ციფრულად ხელმისაწვდომ უნივერსალურ ბანკებს, რომელთა შორის არის საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი. 

აღსანიშნავია, რომ ჯგუფი ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად 2006 წელს დაილისტა, 2012 წელს კი FTSE 250-ის ინდექსის წევრი გახდა.