შ.პ.ს სპორტმშენსერვისი ქ. ფოთში, გურიის ქუჩის მიმდებარედ შპს „სპორტმშენსერვისის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, კანოესა და ნიჩბოსნობის სპორტული ბაზის ასაშენებლად 7 მილიონიან ტენდერს აცხადებს.
წინადადებების მიღება იწყება 9 აგვისტოს დაიწყება და 14 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 999 130 ლარია.
პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი, ხაზოვანი ნაგებობები და სხვ.) სამშენებლო და/ან სარემონტო და/ან სარეაბილიტაციო და/ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 6 000 000 ლარის მოცულობით, ხოლო აქედან ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 ლარის სამუშაოები (ფაქტობრივი შესრულება).
საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კალენდარული თვე, სატენდერო განაცხადით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
ყველა სახის შესრულებულ სამუშაოზე სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაა განისაზღვრება 3 (სამი) წლით, ამასთანავე ჩამოთვლილ სამუშაოებზე დამატებით განსაზღვრულია შემდეგი საგარანტიო ვადები:
- ძირითადი კონსტრუქციული სისტემა – 20 წელი;
- სახურავი - 8 წელი;
- დანადგარ-მოწყობილობებზე მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო ვადა;
საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მხარეთა შორის სამშენებლო სამუშაოებზე გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის დღიდან.