ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მარტში 219.6 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა BMatch პლატფორმის საშუალებით.

ჯამურად, 2023 წლის I კვარტალში, სებ-მა 460.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.

გასულ წელს კი ეროვნულმა ბანკმა Bmatch-ის მეშვეობით, 578 მილიონი დოლარი ამოიღო ბაზრიდან.

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს ახორციელებს როგორც სავალუტო ინტერვენციების, ასევე Bmatch პლატფორმის მეშვეობით. სავალუტო ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება იმავე დღესვე, ხოლო Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის სტატისტიკა ყოველთვიურ ჭრილში ახლდება.