საინვესტიციო ბანკირები ლარის მიმართ დეპოზიტარების გაზრდილ ნდობას, ეროვნული ვალუტის სტაბილურობას  და ეკონომიკურ აქტივობას უკავშირებენ.

G&T-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, საბანკო სექტორში დეპოზოტების გაზრდილი ლარიზაცია პირველ რიგში ლარის დამსახურებაა.

ქვეყნის ეროვნულმა ვალუტამ მოკლევადიანი ვოლატილობის შემდეგ შეძლო  დასტაბილურობა, რის შენარჩუნებასაც ბაზარი ელის გრძელვადიან პერიოდში.

ამასთან, ევა ბოჭორიშვილი აღნიშნავს გაზრდილ ეკონომიკურ აქტივობაზე, რაც კომპანიების შემოსავლების მატებაზე აისახება. აღნიშნული ფაქტორიც განაპირობებს ლარში დენომინირებული ანაბრების ზრდას.

ეკონომიკის პროდუქტიულობა არსებითად მაღალია, ხარისხობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. გაზრდიია კონკურენცია, ფირმების რეგისტრაცია. გაუმჯობესებულია ფუნდამებნტური ფაქტორები, მათ შორის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი. სავალუტო შემოდინებები სტაბილურია. დამატებულია ახალი ძლიერი წყარო, IT სერვისების ექსპორტიდან სავალუტო ნაკადები.

აღნიშნული ფაქტორები განაპირობებს საფინანსო ბაზრის, სავალუტო ბაზრის და გაცვლითი კურსის არსებით სტაბილურობას.

სექტორში მიმდინარე, მოთხოვნამდე, ვადიან საანაბრე ანგარიშებზე თანხები ივლისში 800 მლნ ლარზე მეტით, ₾55.7 მილიარდამდეა ბაზრდილი. II კვარტალში კი მომატებულია ₾3 მილიარდით.

საანგარიშო თვეში დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირებულია, 48.5%-მდე. შესაბამისად პორტფელის ლარიზაციამ 51%-ს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარიზაცია 50.8% იყო. 

ევა ბოჭორიშვილმა  ლარის როლის გაძლიერებაზე აღნიშნა. რაც უფრო მეტად შეამცირებს  მოწყვცლადობას საგარეო შოკების მიმართ.  ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური გაურკვევლობა კვლავ მაღალია.

bp.ge