2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებითაც ოქროს ზოდებზე დღგ-ს გადასახადი მოიხსნა. 

ცნობისთვის, საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადი 18%-ია.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, პროდუქტების მსგავსად ოქროზე დღგ-ს გადასახადის არსებობა „ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს“.

კანონში დაემატა „საინვესტიციო ოქროს“ ცნება, რომელიც განიმარტება ასე: "ზოდი ან ფირფიტა არანაკლებ 995/1000-ის სინჯით. აგრეთვე ოქროს მონეტა, რომელიც დამზადებულია არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსაგან, გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოიყენება/გამოიყენებოდა ფულად-საგადახდო საშუალებად გამოშვების ქვეყანაში“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათშიმოყვანილი სტატისტიკური მონაცემებით, 2023-2024 წლების განმავლობაში იმპორტირებული საინვესტიციო ოქროს ღირებულება 194 500 ლარი იყო, საიდანაც 35 000 დღგ-ზე მოდიოდა.