დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5100-ით დაიწყო, 12:30 საათისთვის 1 დოლარი 2.5045-ის ნიშნულზეა, რაც ბოლო პერიოდის გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5069 ლარი გახდა. ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5490 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4590 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5490 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4510 ლარად.