2023 წლის თებერვლის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 305.6 მლნ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის მიმოხილვის მიხედვით, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 9.5 მლნ ლარით გაიზარდა.
2023 წლის თებერვლის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 33.5 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წელს ეს მაჩვენებელი 28.8 მლნ ლარი იყო.
მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში 7.5 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 9.5 მლნ ლარი იყო.