2022 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის ანაზღაურებულმა სადაზღვევო ზარალმა 495 მლნ ლარს გადააჭარბა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 435.7 მლნ ლარი იყო.
ყველაზე მეტი ზარალი „ჯიპიაიმ“ აანაზღაურა, ამ მაჩვენებლით ის გასულ წელსაც ლიდერი იყო. მეორე ადგილი „თიბისი დაზღვევამ“ დაიკავა, მესამეზე კი „არდია“.
ყველაზე ნაკლები ზარალი გასულ წელს სადაზღვევო კომპანია „გრინ დაზღვევამ“ აანაზღაურა, მეორე ადგილზე „ტაო“, მესამეზე კი „ბბ დაზღვევაა“.

2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 909,6 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი (2021 წელს 40 მლნ ლარი იყო). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 105,5 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს.