2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიშის მიხედვით, ბიუჯეტში გადასახადებიდან შესულმა თანხამ 14.88 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტია.
2024 წლის 9 თვეში ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება ასეთი იყო:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 5.58 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 202 მლნ, 3.8%;
- საშემოსავლო გადასახადი - 4.94 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 184 მილიონი ლარი, 3.9%;
- მოგების გადასახადი - 2.49 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 259 მილიონი ლარი, 11.6%;
- აქციზის გადასახადი - 1.83 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 161 მილიონი ლარი, 9.6%.
გარდა ამისა, ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 181.7 მილიონი ლარი შევიდა, რაც 9 თვის გეგმაზე 63.7%-ით მეტი იყო.

