საქართველოში მსესხებლების 11,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 221 602 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 441 331-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 600 ადამიანს აქვს, ჯამში 40 799 161 664 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 37 141 105 294 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 594 349 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.5%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 119 823 -ია.
კიდევ 22 465ადამიანს კი, ჯამში 485 489 135 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 361ადამიანს უფიქსირდება.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 765 588 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 172 567 235 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 129 008 მსესხებელს უფიქსირდება.