2026 წლის ივნისის მდგომარეობითწინა თვესთან შედარებითსაქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 115.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და  7.12 მლრდ დოლარი შეადგინა.

 

საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორიასწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია  რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზეროდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაშისავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარესებ- რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-მაისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინახოლო, 2026 წლის ივნისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 27 ივლისს გამოქვეყნდება.

 

აღსანიშნავიარომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა,  რაც ეროვნული ბანკის  სტრატეგიული გადაწყვეტილება იყომას შემდგომოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდარამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის ივნისში სებ-მა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინაშედეგად, 2026 წლის ივნისის მდგომარეობითოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.2%-  (1,014.0 მლნ აშშ დოლარიშეადგენს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აგვისტოს გამოაქვეყნებს.