გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი, კახეთის რეგიონში – ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებზე – წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, კახეთის რეგიონის პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე კახეთის რეგიონში – მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე – საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.