ონლაინ პლატფორმა Numbeo-მ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც 547 ქალაქია შეფასებული.

რეიტინგი ცხოვრების ღირებულების ინდექსს ეფუძნება, რომელიც ყოველდღიური ხარჯების მიხედვით გამოითვლება. შეფასებისას გათვალისწინებულია სურსათის, კაფეებსა და რესტორნებში კვების, ტრანსპორტის, კომუნალური მომსახურებისა და სხვა ყოველდღიური დანახარჯების ფასები. ამასთან, საცხოვრებლის ქირა, იპოთეკური გადასახადები და უძრავი ქონების შეძენის ღირებულება ინდექსში არ შედის.

2026 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქის სტატუსი ციურიხმა მოიპოვა, რომლის ცხოვრების ღირებულების ინდექსი 123.1-ს შეადგენს.

პირველ ათეულში თითქმის მთლიანად შვეიცარიული ქალაქებია წარმოდგენილი. გამონაკლისია მხოლოდ მეორე ადგილზე გასული ჯორჯთაუნი (კაიმანის კუნძულები) და მე-10 ადგილზე მყოფი ჰონოლულუ (აშშ).

რეიტინგის მიხედვით:

  • თელ-ავივი მე-11 ადგილზეა;

  • ვაშინგტონი — მე-15;

  • ლონდონი — 24-ე;

  • პარიზი — 49-ე;

  • ბერლინი — 101-ე.

ყველაზე დაბალი ცხოვრების ღირებულებით ინდოეთის ქალაქები გამოირჩევიან. რეიტინგის ბოლო პოზიციები სწორედ მათ უკავიათ, მათ შორის ბოლო 19 ადგილი ინდოეთის სხვადასხვა ქალაქზე მოდის.