საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ზეთისხილის ექსპორტი, 2022 წელთან შედარებით, 160%-ით შემცირდა. 2023 წელს ექსპორტზე გავიტანეთ $178 000-ის 70 ტონამდე ზეთისხილი, ხოლო 2022 წელს $275 000-ის 182 ტონა ზეთისხილი.

2023 წელს მთავარი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო, სადაც $175 000-ის 68.4 ტონა ზეთისხილი გაიყიდა. მეორე ქვეყანა, სადაც ზეთისხილის გავყიდეთ აზერბაიჯანი იყო. იქ $2500-ის 1.3 ტონა ზეთისხილი გაიყიდა.

რაც შეეხება ზეთისხილის იმპორტს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, იმპორტი 2.5%-ით გაიზარდა; 2021 წელთან შედარებით - 47%-ით. შესაბამისად, გასულ წელს $4.9 მლნ-ის, 2400 ტონამდე ზეთისხილი შემოვიდა ქვეყანაში, 2022 წელს - $3.8 მლნ-ის 2300 ტონა, 2021 წელს - $2 მლნ-ის 1200 ტონა.

გასულ წელს ყველაზე მეტი ზეთისხილი ესპანეთისგან ვიყიდეთ.

ზეთისხილის იმპორტიორი ქვეყნების ექვსეული ასეთია:

ესპანეთი - $3.2 მლნ-ის - 1,622 ტონა;

თურქეთი $913 000-ის - 364 ტონა;

სომხეთი $335 000-ის - 206 ტონა;

უნგრეთი $170 000-ის - 60 ტონა;

საბერძნეთი $93 000-ის - 40 ტონა;

იტალია  $88 000-ის - 19 ტონა.