როგორი იყო საერთაშორისო მონაწილეობა გასულ კვირას უძრავი ქონების კვირეულში, როგორ ჩატარდა ღონისძიება და რა იყო მისი მიზანი - ამ თემაზე კომერსანტის დილის გადაცემაში უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა მებაგიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, წელს ღონისძიება ყველაზე მასშტაბური იყო, მას 20-მდე ქვეყნის და 200-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ამერიკის რეალტორთა ასოციაციის პრეზიდენტი კენი პარსელი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. ასოციაციას 1 600 000-მდე წევრი ჰყავს და მისი წევრები წარმოადგენენ მსოფლიოს 70 ქვეყანას. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის ასოციაციის პრეზიდენტმაც, რომელიც აჯამებს უძრავი ქონების მდგომარეობას თითქმის ყველა ქვეყანაში, ეს ხალხი ზომავს ევროპის კლიმატს და ამიტომ ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა გახსნა, რასაც უცხოელი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფო ჩართულია პროცესში. მე მქონდა საშუალება მიმეყვანა სტუმრები მინისტრთან შეხვედრაზე, სადაც ჩატარდა დამატებითი კონსულტაციები, იყო დიდი მონაწილეობა როგორც სამშენებლო სექტორიდან, ასევე სადაზღვევო, საბანკო, საბროკერო და სხვა სექტორებიდან, რაც სადღესასწაულო იერს აძლევს. განწყობა“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
მებაღიშვილის თქმით, კვირეული კახეთში დაიწყო, შემდეგ ბათუმში გაგრძელდა, სადაც სტუმრებმა სხვადასხვა დეველოპერულ ტურებში მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება ფასებს, ვაჟა მექვაბიშვილი აღნიშნავს, რომ ფასდაკლებების ტენდენცია ჯერ არ არის.
„ფასში ორი წერტილია, ერთი ის, რომ ადგილები შეზღუდულია და არც ისე ბევრი. საუბარია კარგ და თხევად ადგილებზე და არის ისიც, რომ სამშენებლო მასალების ფასი გაიზარდა და ამას ემატება მიგრანტების რაოდენობა და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. სწორედ ეს ინტერესი იწვევს ფასების ზრდას, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ სპაზმური იყო ფასების ზრდა, რაც წინა პერიოდში დავაფიქსირეთ.
ფასების შემცირების ტენდენციები ჯერ არ არის, რაც შეეხება ზრდას, ძნელია პროგნოზირება, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ფასების შემცირება უახლოეს მომავალში გვექნება“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.