მიმდინარე წლის 11 თვეში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მეშვეობით ე.წ „შუა დერეფანში“ 50 000 კონტეინერის გადაზიდვა მოხდა, - ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციაში აცხადებენ.
„შუა დერეფანში“ წლის დასაწყისიდან 328 საკონტეინერო მატარებელმა გაიარა, საიდანაც 304 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან მოდიოდა.
ნოემბერში აღნიშნულ მარშრუტზე დაახლოებით 3 700 კონტეინერის გატარება მოხდა.
ცნობისთვის, გასულ წელს, ჯამში, 20 200 ერთეული კონტეინერის მომსახურება მოხდა.