2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო (20% მთლიან გაყიდვებში) პირველ ადგილზეა, ხოლო რიგით მეორეზე დიდი დიღომი (18%).

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეიმჩნევა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ხოლო საბურთალოსა და გლდანში შესამჩნევი კლება დაფიქსირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.

იმავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე კვლავ აჭარბებს $2,000-ს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა.

ყველაზე მაღალი ზრდით დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%) გამოირჩეოდა.