ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე X-ზე.

დღეს, 18 დეკემბერს, ბერსე უკვე შეხვდა ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს.

„პირველივე საქმე ამ დილით - შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა ველი საუბარს საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მექნება შეხვედრები“ - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი