"დროა ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა შეათანხმონ ღონისძიებების პაკეტი "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, მათ შორის მიზნობრივი სანქციები და ვიზიტებზე შეზღუდვები, - ამის შესახებ წერს NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.
მისი თქმით, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ეს, თუმცა კოორდინაციას ძლიერი სიგნალის მიცემა შეუძლია.
"მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ 2020 წელს ყალბი არჩევნები ჩაატარა, ევროკავშირს კვირები დასჭირდა სანქციების შესათანხმებლად. ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ განხეთქილების სიგნალი თბილისს – არც ხელისუფლებას და არც პროტესტის მონაწილეებს.", - წერს რასმუსენი.