Lonely Planet-მა რეიტინგი Best in Travel 2027 გამოაქვეყნა. ჩამონათვალში 50 პუნქტია: 25 ადგილი, რომელთა მონახულებაც ღირს და 25 გამოცდილება, რომელთა განცდაც ღირს. კვლევის მთავარი მახასიათებელი იყო მისი ფოკუსირება იშვიათ და ძნელად მისადგომ ადგილებზე:: ბევრი მათგანი ნამდვილად ექსკლუზიური გახდა ოვერბუქინგის (Overbooking) და ოვერტურიზმის (Overtourism) ფონზე. 

ევროპაზე მოდის 50 პოზიციიდან ათი. მათ შორისაა იტალიის რეგიონი ვენეტო, რომელსაც ექსპერტები „მიკროკოსმოსს“ უწოდებენ: ის აერთიანებს დოლომიტებს, გარდას ტბას, ვერონასა და პადუას. სიაში ასევე შედიან გერმანიის ქალაქი დესაუ, რომელიც ბაუჰაუსის აკვნად არის აღიარებული, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე ხორვატიაში მდებარე შიბენიკი, ჩრდილოეთ ესპანეთში მდებარე ლეონი და სკანორ-ფალსტერბო, რომელსაც ხშირად შვედეთის რივიერად მიიჩნევენ.

ვრცლად buyingbusinesstravel – ზე