2025 წლის აგვისტოში ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 30%-ით გაიზარდა და, საშუალოდ, 107 ლარი შეადგინა, - ამას აჩვენებს TBC Capital-ის სამომხმარებლო დანახარჯების დინამიკა.
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, უნაღდო დანახარჯების 75% რეზიდენტებზე მოდიოდა, 25% კი - არარეზიდენტებზე. ამასთან, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, არარეზიდენტთა 25%-იანი წილი მაქსიმალური მაჩვენებელია.
TBC Capital-ის თანახმად, აგვისტოში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, წლიურად 25%-ით გაიზარდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 94 ლარი იყო. დროის ამავე მონაკვეთში, არარეზიდენტთა უნაღდო დანახარჯები, ასევე ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, თიბისი ბანკის არხებით, 51%-ით გაიზარდა და საშუალო დანახარჯი, ერთ ტრანზაქციაზე, 189 ლარს გაუტოლდა.