სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერი რუსულმა კომპანიამ მოიგო. ამის შესახებ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა, 

„იყო ტენდერი, გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ჩაერთვება აეროპორტის აღდგენით სამუშაოებში. პირველი რეისი 2024 წლის ბოლოს უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა შამბამ. 

შამბას ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ დაუსახელებია.

tabula.ge