„შუახევი ჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავების წლის პირველ ნახევარში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია.
„შუახევი ჰესმა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პირველად გამოიმუშავა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში. ამ პროცესს ხელი შეუწყო გახანგრძლივებულმა წვიმამ. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა დაგეგმვაში, რესურსების ოპტიმიზაციასა და ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგიის მიწოდების პროცესში.
„შუახევი ჰესი“ ამოქმედების დღიდან აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.