საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელთან დევიდ ო’სალივანთან და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ჯიმ ო’ბრაიენთან და კუმარ იერთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას, რომელიც აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ თანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რომელიც სანქციებთან სრულ შესაბამისობაშია. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებენ ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ მიმართულებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად კონტროლდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს.
"ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, საქართველოს საფინანსო სექტორში ყველა იმ რეგულაციის და შეზღუდვის დაცვას, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესდა. აღსანიშნია ისიც, რომ სანქციების შესრულების მონიტორინგი საომარი მოქმედებების დაწყების მეორე დღიდანვე ხორციელდება, რომლის შედეგებიც საერთაშორისო პარტნიორებს დღეს დეტალურად გავაცანით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
„სებ-ის გადადგმული ნაბიჯები სრულ თანხვედრაშია და შეესაბამება საერთაშორისო სანქციებს“ - თურნავა
საერთაშორისო არაღიარების ფონზე, პუტინი კამბოლოვს ე.წ. არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს
ბრიტანელი მინისტრი - „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე კონტროლის შემდგომი გამყარების მცდელობებს უპასუხოდ არ დავტოვებთ“
არ ვცნობთ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა - მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა
ირაკლი კობახიძე სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული