საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს სატაცურის ექსპორტი 55%-ითაა შემცირებული. გასულ წელს $47 000-ის 8 ტონამდე სატაცური გავიდა ექსპორტზე, 2022-ში $116 000-ის 18 ტონამდე სატაცური, თუმცა ტონაზე საშუალო ფასი 8%-ითაა გაზრდილი.
 
2023 წელს ქართული სატაცური შემდეგ ქვეყნებში გავიდა. 

არაბთა გაერთიანებული საამიროებში გავიდა $21 600-ის სატაცური,

რუსეთში - $16 500-ის, 

სომხეთში $9 000-მდე.

2022 წლის მონაცემები ასეთია.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთში $57 000-ის სატაცური გავიდა

საამიროებში - $33 000,

ქუვეითში - $14 000,

სომხეთში - $12 000.

რაც შეეხება სატაცურის იმპორტს, გასულ 2023 წელს, $26 000-ის 3.1 ტონა სატაცური შემოვიდა, 2022-ში - $46 000-ის 5 ტონა და 2021-ში - 17 000-მდე 1.7 ტონა. წინა წელთან შედარებით შემცირებულია, როგორც იმპორტი (40$-მდე), ასევე ფასი (6%-მდეა).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2023 წელს $21 000-მდე სატაცური შემოვიდა ნიდერლანდებიდან, ასევე ტაილანდიდან ($3 000), არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და თურქეთიდან. 2022-შიც მთავარი იმპორტიორი ნიდერლანდები იყო, საიდანაც 45 000$-ის სატაცური შემოვიდა. მეორე იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია.