ქართული რესტორანი „Sakhli“, რომელიც ლატვიაში სულ რაღაც ორი თვის წინ გაიხსნა, საერთაშორისო კულინარიული სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა. დაწესებულება MICHELIN Guide Latvia 2027-ის სელექციაში მოხვდა, ხოლო შეფმა, ვეკო წოწუხიშვილმა, სპეციალური ჯილდო - „Opening of the Year“ („წლის გახსნა“) მიიღო.
როგორც რესტორნის ბრენდ შეფი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი იყო, ქართული სამზარეულოს ავთენტური გემოები და ტრადიციები თანამედროვე ხედვით გაერთიანებულიყო. შექმნილი კულინარიული მიმართულება სტუმრებს ქართულ კულტურასა და გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას აცნობს.
აღსანიშნავია, რომ იდეის რეალობად ქცევაში რესტორანს „სალტო“-ს გუნდი დაეხმარა.
შემქმნელები და კოლექტივი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმატება ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის გზაზე მხოლოდ დასაწყისია.