PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თრექერის“ თანახმად 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე 38,836 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა.

2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნდა.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 10,658 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.4%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 9,008 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7,047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 42.5%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.