Numbeo-მ 98 ქვეყანაში 1 კმ-ზე ტაქსის ფასების შესახებ ინფორმაცია განაახლა. სიის სათავეში შვეიცარიაა, სადაც 1 კმ-ზე ტაქსის ფასი 4.29 დოლარს შეადგენს. რეიტინგის მიხედვით, ყველაზე იაფი ტაქსი შესწავლილი ქვეყნებიდან ფილიპინებზეა და 26 ცენტს უტოლდება.

5 ქვეყანა, სადაც ტაქსი ყველაზე ძვირია, ასე გამოყურება:

  • შვეიცარია - 4.29 დოლარი;
  • ლუქსემბურგი - 3.67 დოლარი;
  • ქუვეითი - 3.24 დოლარი;
  • მავრიკი - 3.21 დოლარი;
  • ალბანეთი - 3.13 დოლარი.

ტაქსი ყველაზე იაფი შემდეგ ქვეყნებშია:

  • ფილიპინები - 26 ცენტი;
  • მოლდოვა - 27 ცენტი;
  • ინდოეთი - 28 ცენტი;
  • უზბეკეთი - 30 ცენტი;
  • ეგვიპტე - 30 ცენტი.

რაც შეეხება საქართველოს, რეიტინგში 72-ე ადგილზე მოხვდა.

მონაცემებიდან ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ტაქსი ყველაზე ძვირია. Numbeo-ს მონაცემებით, 1 კმ-ზე ტრანსპორტირების ფასი საქართველოში 72 ცენტს შეადგენს. რეგიონის ქვეყნების მონაცემები კი ასე გამოყურება:

  • თურქეთი - 77-ე ადგილი, 64 ცენტი;
  • აზერბაიჯანი - 80-ე ადგილი, 59 ცენტი;
  • რუსეთი - 92-ე ადგილი 31 ცენტი.

შენიშვნა: რეიტინგში სომხეთის მონაცემები არ არის მოცემული.