ლუდის სექტორი საქართველოში სტაბილურად იზრდება. ქვეყანაში ბოლო წლებში გაიზარდა ადგილობრივი ლუდსახარშის და ლუდის ბრენდების რაოდენობა. ლუდის სექტორის მთლიანმა ბრუნვამ 495 მლნ. ლარი შეადგინა 2022 წელს, რაც წარმოადგენს არსებით 30%-იან ზრდას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ საუბარია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
ლუდის წარმოება ბოლო წლებში მატულობს და 2021 წელს 111 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 2,4%-იანი ზრდაა. რაც შეეხება წარმოება ღირებულებას, 214 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 6,5%-ით აღემატება.
2022 წელს საქართველოში შინამეურნეობების წლიურმა ლუდის მოხმარებამ 2,7 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 5,6%-იან ზრდას მიუთითებს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლუდის მოხმარება წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება.