აზერბაიჯანიდან საქართველოში 6 თვეში 1,3 მლრდ კუბური მეტრი გაზის იმპორტი განხორციელდა. აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტის მონაცემები  ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე გამოაქვეყნა. 

მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ნავთობის კონდენსატის წარმოებამ 15,2 მლნ ტონა, ექსპორტმა კი 12,7 მლნ ტონა შეადგინა. 

2023 წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანიდან 12 მლრდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განხორციელდა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 7,5%-ით მეტია. 

საანგარიშო პერიოდში ევროპაში ექსპორტირებულია 5,7 მლრდ კუბური მეტრი გაზი და თურქეთში - 5 მლრდ კუბური მეტრი.