2023 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო
ფუნქციონირებდა, აქედან 18.2% მდებარეობს ქვემო ქართლში, 16.5% - კახეთში, 16.5% - იმერეთში, 14.0% - შიდა ქართლში, 11.6% - სამეგრელო-ზემო სვანეთში, 23.1% - სხვა რეგიონებშია განთავსებული:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა
98.3 000 სული პირუტყვი, საიდანაც 42.2% - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 49.6% - ღორი, ხოლო 7.3% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 0.8% შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 290.6 000 ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2023 წლის I კვარტალში 13.6 000 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 34.2% მოდის
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 43.3% - ფრინველის ხორცზე, 21.6% - ღორის ხორცზე, 0.8% - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი
უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 12.9 000 პირს, საიდანაც 35.5% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 116 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 33.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური - 28.9 ლარი.

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 210 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (67.6 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში  (13.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (4.8 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.3 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.8 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.0 პროცენტი) და სამცხეჯავახეთის რეგიონში (0.5 პროცენტი):

2023 წლის I კვარტალში მომსახურება გაეწია 344 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 787 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 279 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის I კვარტალის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 85.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.0 პროცენტი - ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 13.4 პროცენტი - თევზეული, 11.7 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 21.1 პროცენტს - საკუთარი წარმოების, 13.4 პროცენტს - შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 65.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 8.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2023 წლის I კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 107.5 მლნ. ლარის ღირებულების (21.5 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 23.6 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ - 35.9 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ - 40.5 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 60.4 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (47.3 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33.5 პროცენტი) და თევზეულზე (11.1 პროცენტი) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 7.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.2 პროცენტს, თებერვალში - 48.8 პროცენტს, ხოლო მარტში - 49.9 პროცენტს.

2023 წლის I კვარტალში საქართველოში 37 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (27.0 პროცენტი) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 24.3 პროცენტი ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 13.5 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 10.8 პროცენტი - კახეთის რეგიონში, 8.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 5.4 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 5.4 პროცენტი - გურიის რეგიონში, 2.7 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ში და 2.7 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის რეგიონში:

2023 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 88 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 478 კაცით განისაზღვრა.

2023 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 84.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.1 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 82.6 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2023 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 45.2 მლნ. ლარის ღირებულების 35.7 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 58.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 83.5 პროცენტი.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 54.6 პროცენტს, თებერვალში - 52.3 პროცენტს, ხოლო მარტში - 51.9 პროცენტს.