საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 58.5 ათასი დოლარს ღირებულების ზეითუნის ზეთი გავიდა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 22.6%-ით არის შემცირებული.
2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 75 600 დოლარის ღირებულების ზეითუნის ზეთის ექსპორტი განხორციელდა.
წელს საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი იყვნენ. თუმცა, ექსპორტის ძირითადი ნაწილი სომხეთზე მოდიოდა, სადაც ჯამში 57 ათას დოლარზე მეტი ღირებულების ზეითუნის ზეთი გავიდა.