2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.
საქართველოდან უცხოეთში გადარიცხულ ფულად გზავნილებს შორის პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც 5.95 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე 3.64 მლნ აშშ დოლარით რუსეთი, ხოლო მესამე ადგილზე 3 მლნ ლარით აზერბაიჯანი. მეოთხე და მეხუთე ადგილს კი შესაბამისად უკრაინა და საბერძნეთი ინაწილებენ.
საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვის დროს ყველაზე ხშირად ფულადი გზავნილების სისტემა Western Union-ს იყენებენ, რომლის საშუალებითაც ივნისში 7.3 მლნ დოლარი გადაირიცხა. მეორე ადგილზე კი რუსული Zolotaya Korona-ა, რომლის გამოყენებითაც საქართველოდან 6.7 მლნ დოლარი გადაირიცხა.