საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა საპენსიო სააგენტოს სამუშაო პროცესების გაცნობას ისახავდა მიზნად.
კერძო სექტორს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გააცნო ინფორმაცია საკანონმდებლო ცვლილებების, საპენსიო სააგენტოს მიერ დაგეგმილი სიახლეების, უახლესი სტატისტიკისა და მიმდინარე პროცესებში ბიზნესის როლის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ წარადგინა პრეზენტაცია საინვესტიციო მანდატზე, მოთხოვნებზე, საქმიანობაზე, განხორციელებულ ინვესტიციებზე და ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე.
ასევე, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს მიერ დანერგილი ISO 27001 საერთაშორისო სტანდარტის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის მექანიზმებს, ასევე ისაუბრეს არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ საპენსიო სააგენტოში მიმდინარე პროცესები საყოველთაოდ აღიარებული, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად მიმდინარეობს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სააგენტოს წარმომადგენლებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ესაუბრათ. საპენსიო სააგენტოსთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის კომუნიკაციის
საპენსიო სააგენტო დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
აზერბაიჯანი - საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „საპრეზიდენტო არჩევნებს” და მის შედეგებს არ ვაღიარებთ
პაპუაშვილი ბრიუსელში - „იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტებთან“
ევროსაბჭო პოლიტიკური განცხადებების და ფინანსური აუდიტის პასუხად - „ბახმაროში სემინარი ჩატარდა სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რაც მთავრობასთან კონსულტაციებით მომზადდა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - „ხალხის ძალას” 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28 შემწირველმა 861,750 ლარი გადაურიცხა, მათ შორის 21 ისეთი პირია, ვინც მანამდე „ქართულ ოცნებას” 1,969,169 ლარი შესწირა, 3 კი დღემდე აგრძელებს ორივე პარტიის დაფინანსებას
ირაკლი კობახიძე - „ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, ამ პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად კი რჩება საერთაშორისო მხარდაჭერა“