ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის მდგრადი სატრანსპორტო კავშირების შესახებ ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის საბოლოო შედეგები ცნობილია.
კვლევის შედეგად, რეგიონის მასშტაბით 33 მიმართულების ინფრასტრუქტურული საინვესტიციო საჭიროებები განისაზღვრა. (მათ შორის არსებული რკინიგზის/გზების მოდერნიზაცია/რეკონსტრუქცია, დამატებითი სარკინიგზო/საგზაო კავშირები, ფლოტის გაფართოება, პორტების სიმძლავრის გაფართოება, მოძრავი შემადგენლობა, ლოგისტიკური ცენტრები, საწყობი და ა.შ.). ასევე 7კოორდინირებული ქმედება დაკავშირებადობის ღონისძიებების შესახებ (ვაჭრობის ხელშეწყობა, მარეგულირებელი ღონისძიებები, დიგიტალიზაცია, ტარიფების ჰარმონიზაცია, საბაჟო პროცედურები, სასაზღვრო კონტროლი, თავსებადობა, ბაზრის ლიბერალიზაცია და ა.შ.).
„ეს ყველაფერი არის კონკრეტული, განხორციელებადი და რეალისტური ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ ტრანსკასპიის სატრანსპორტო კავშირების კონკურენტუნარიანობას, ეკონომიკურ მიმზიდველობას, ოპერატიულ ეფექტიანობას და შესთავაზონ შესაძლებლობა ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი მდგრადი ეკონომიკური განვითარება უკეთესი კავშირის გზით. ერთმანეთთან - და ევროპასთან“, - წერია დასკვნაში, რომელიც საბოლოოა.