ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური განათლების სასერტიფიკატო ტრენინგი გაიმართა.

ინიციატივის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ახალგაზრდებთან ჩატარდა, რომელსაც ლევან ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას 100-მდე მონაწილე დაესწრო.

ტრენინგის ფარგლებში, ლევან ფავლენიშვილი საუბრობდა ფინანსების მართვის საბაზისო პრინციპებზე, ბიუჯეტირებაზე, ინვესტიციებზე და სხვა. მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს ბანკის და პარტნიორების სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე.  შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge