საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 10 თვეში EU-სთან სავაჭრო ბრუნვამ 3,671 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის 10 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 497,021 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქტი გავიდა, რაც შეეხება ევროპიდან იმპორტს, წელს იანვარ-ოქტომბერში 3,059 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ევროკავშირის ქვეყნებში შემდეგია:
ტოპ-5 ექსპორტირებული ადგილობრივი პროდუქტი:
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 274,171 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 37,704 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 32,113 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 24,614 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 9,552 მლნ აშშ დოლარი.
ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 367,033 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 235,468 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 197,076 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 93,159 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 89,231 მლნ აშშ დოლარი.