„ოცნების“ მთავრობამ 2026 წლისთვის საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობები განსაზღვრა. შესაბამის დადგენილებას, რომელიც 12 იანვრიდან შევიდა ძალაში, ირაკლი კობახიძემ ხელი 9 იანვარს მოაწერა.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობები გასულ, 2025 წელთან შედარებით, გაზრდილია.
ერთ მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერი დამტკიცდა შემდეგი ოდენობით:
საჯარო სკოლებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება
- 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 456 ლარი [მაგალითად, იყო 405 ლარი];
- 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 426 ლარი;
- 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარი;
- 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
- 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარი;
- სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 231 ლარი [იყო 210 ლარი];
მაღალმთიან დასახლებაში კი:
- 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 726 ლარი [იყო 660 ლარი];
- 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარი;
- 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 495 ლარი;
- 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარი;
- 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 381 ლარი;
- სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 330 ლარი [იყო 315 ლარი];
საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება:
- 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარი [იყო 435 ლარი];
- 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
- 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 360 ლარი;
- 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 315 ლარი;
- 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარი;
- სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 261 ლარი [იყო 240 ლარი];
მაღალმთიან დასახლებაში კი:
- 170-დან 205 მოსწავლის ჩათვლით – 786 ლარი [იყო 720 ლარი];
- 206-დან 299 მოსწავლის ჩათვლით – 720 ლარი;
- 300-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 555 ლარი;
- 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარი;
- 736-დან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 441 ლარი;
- სადაც მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 390 ლარი [იყო 375 ლარი].
ახალი დადგენილებით:
სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირების მიზნით შერჩეულ საჯარო სკოლებს, აღნიშნული დაფინანსების გარდა, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, კერძოდ:
- სკოლის ექიმის შემთხვევაში − 960 ლარი [იყო 800 ლარი]
- სკოლის ექთნის შემთხვევაში − 800 ლარი [იყო 670 ლარი]
- ასევე + საპენსიო შენატანისათვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი.
იმ საჯარო სკოლებს, რომლებშიც არ არის მანდატურის სამსახური, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისათვის − 150 ლარი [+საპენსიო შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით].
არაქართულენოვან საჯარო სკოლებში/სექტორებზე ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების სპეციალისტის შრომის ანაზღაურებისათვის − 1130 ლარი [+საპენსიო შენატანისთვის – დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით].
მთავრობის ახალი დადგენილებით ცვლილებები „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის 2015 წლის დადგენილებაში შევიდა.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge