შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ წმინდა მოგებამ 2021 წელს 11.77 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში 2 მლნ ლარი იყო, რაც 488%-იანი ზრდაა.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალი 17.5 მლნ ლარია, რაც 5.9%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით.

2021 წელს კომპანიას 1.1%-ით შეუმცირდა გაყიდული პროდუქციის თვითღირებულების ხარჯი და ის 6.8 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიას 62 მლნ ლარამდე შეუმცირდა აქტივები, მაგრამ 27.3 მლნ ლარამდე გაეზარდა კაპიტალი.

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ 2012 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მთავარი საქმიანობაა ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში. კომპანია ამუშავებს 21 მგვტ ჯამური სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს გორთან ახლოს.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზის“ საკუთრებაა, რომლის საბოლოო მფლობელი სს „ჯორჯია კაპიტალია“.